კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურის მატჩის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ არგენტინამ დაამარცხა საბერძნეთი ანგარიშით 2:0 და ბ ჯგუფში დაიკავა პირველი ადგილი 9 ქულით. ასევე შეგახსენებთ, რომ მარადონამ საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის წინ მიიღო ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება და გუნდის კაპიტნობა ახალგაზრდა ლიონელ მესის ჩააბარა. მესი გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი, რომელიც იყო გუნდის კაპიტანი.
“გახვიდე მოედანზე, როგორც გუნდის კაპიტნად–ეს ძალიან კარგი გრძნობაა. ამით მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ასევე პარტნიორების მხრიდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი. ეს შესანიშნავი დღე იყო და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.” ციტირებს მესის სიტყვებს AP.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი დასახელებულ იქნა არგენტინა–საბერძნეთი, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია ის, რომ 1/8 ფინალში მესის მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს თავის თანაგუნდელ, რაფაელ მარკესს. არგენტინა–მექსიკის მატჩი გაიმართება 28 ივნისს.
წყარო: sports.ru



