workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საქველმოქმედო მატჩში გუნდები ახალი ფორმებით ითამაშებენ

საქველმოქმედო მატჩში გუნდები ახალი ფორმებით ითამაშებენ

“ბარსელონას” 2012-13 წლების სეზონის ფორმების “დებიუტი” კვირას, 27 მაისს, კატალონიაში გასამართ საქველმოქმედო თამაშში შედგება.

27 მაისს, ბარსელონაში არსებულ “პალაუ სან ხორდის” არენაზე, რომელზეც ფუტზალის თამაშები იმართება, კატალონიური კლუბი ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გუნდები “ბარსელონას” ფეხბურთელებით იქნებიან დაკომპლექტებულნი. ერთ გუნდს პეპ გუარდიოლა გაწვრთნის, ხოლო მეორეს – ტიტო ვილანოვა.

თამაში ადგილობრივი დროით 19 საათზე (თბილისის დროით 21 საათზე) დაიწყება. “პალაუ სან ხორდის” კარები გულშემატკივართათვის ადგილობრივი დროით 17 საათსა და 45 წუთზე გაიღება. სტუმრებს “სიღარიბის წინააღმდეგ მარათონის” ფარგლებში არაერთი ღონისძიების ხილვა შეეძლებათ. ერთ-ერთი იქნება საქველმოქმედო აქციის ჰიმნის ფონზე გაკეთებული მოზაიკა. საინტერესო ისაა, რომ მოზაიკა არა პოსტერებისგან, არამედ ტელეფონებისგან გაკეთდება.

თამაში ფუტზალის წესებით წარიმართება: ჩატარდება 2 ოცწუთიანი ტაიმი. თითო ტაიმში, მწვრთნელებს ორ-ორი ტაიმ აუტის აღების უფლება ექნებათ. როგორც ფუტზალისა და კალათბურთის თამაშების ტრანსლირების დროს ხდება, მწვრთნელების მიერ ტაიმ აუტების დროს მიცემულ მითითებებს მაყურებლებიც მოისმენენ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თამაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მასში, “ბარსელონას” ფეხბურთელები ახალი მაისურებით პირველად გამოვლენ. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენი საიტის დახმარებით იქნება შესაძლებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward