მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ: “ნეიმარი “სანტოსში” დარჩება”

ბართომეუ: “ნეიმარი “სანტოსში” დარჩება”

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ ნეიმარის კატალონიურ გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი მის ამჟამინდელ კლუბში დარჩება.

“შესაძლებელია თუ არა, რომ ზაფხულში ნეიმარი ჩვენთან გადმოვიდეს? მას “სანტოსთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და ფეხბურთელი ბრაზილიაში დარჩება.

თითოეული ფეხბურთელის ტრანსფერს რამდენიმე თვის განმავლობაში განვიხილავთ, ხოლო კონკრეტულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ორშაბათის შემდეგ მივიღებთ. ახლაც შესანიშნავი გუნდი გვყავს. გარდა ამისა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაგვიბრუნდებიან.

არამგონია, ბევრი ახალწვეული დაგვჭირდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი მიიღებს” – აცხადებს “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში