მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პსჟ-ს ამხანაგურად გაეჯიბრება

“ბარსელონა” პსჟ-ს ამხანაგურად გაეჯიბრება

2012-13 წლების სეზონის მზადების დროს, “ბარსელონა” ერთ-ერთ ამხანაგურ მატჩს ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ უკვე დაადასტურა.

“ბარსელონა” და “პარი სენ ჟერმენი” ერთმანეთს ოთხ აგვისტოს, პარიზში, “პარკ დე პრენსზე” დაუპირისპირდებიან. როგორც ცნობილია, კატალონიური მხარე ამხანაგური თამაშების განრიგის ოფიციალურად დადასტურებას ესპანეთის სამეფო თასის ფინალამდე არ აპირებს, მაგრამ ფრანგული კლუბის პრეზიდენტის განცხადება იმას მოწმობს, რომ ამ თამაშის გამართვა უკვე გადაწყვეტილია.

ოფიციალურ მატჩებში, “ბარსელონა” და “პარი სენ ჟერმენი” ერთმანეთს 3-ჯერ შეხვედრიან. 1995 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, ესპანეთში გამართული თამაში 1:1 დასრულდა, ხოლო საფრანგეთში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. 1997 წელს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, “ბარსამ” პარიზული გუნდი 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა რონალდომ გაიტანა.

არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე გარკვეულია წინასასეზონო მზადების დროს “ბარსას” კიდევ ერთ მეტოქე. აგვისტოს თვეში, ტიტო ვილანოვას გუნდი გერმანულ “ჰამბურგს” დაუპირისპირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში