როგორც მოგეხსენებათ სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი არგენტინასა და საბერძნეთს შორის. დიეგო მარადონას შეგირდებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 2:0 და გავიდნენ 1/8 ფინალში, სადაც რაფა მარკესის მექსიკას დაუპირისპირდებიან. ძალიან საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ ფეხბურთის ლეგენდა, მარადონამ მიიღო ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება და გუნდის კაპიტნად დააყენა ლიონელ მესი. მესი არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩაიბარა არგენტინის ნაკრების კაპიტნობა. მას გუშინ შეუსრულდა 22 წელი და 363 დღე. ასე და ამგვარად “ბარსას” ახალგაზრდა თავდამსხმელი კიდევ ერთხელ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში.
ასევე საინტერესოა ისიც, რომ მესის 23 წელი სულ რაღაც ორ დღეში შეუსრულდება.
წყარო: sports.ru



