workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საფრანგეთი ჯგუფში რჩება, მექსიკა ბრძოლას განაგრძობს

საფრანგეთი ჯგუფში რჩება, მექსიკა ბრძოლას განაგრძობს

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის “ა” ჯგუფის მესამე ტურის მატჩები. გადაწყდა, რომ ჯგუფიდან ურუგვაი და მექსიკა გადიან, ხოლო საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა ჯგუფში რჩებიან.

მატჩში ურუგვაისა და მექსიკას შორის ურუგვაიმ იმარჯვა დავიდ სუარესის გოლის წყალობით 1:0. ამ მატჩში იმონაწილევა “ბარსელონას” ფეხბურთელმა რაფაელ მარკესმა. ამისდა მიუხედავად ჩრდილოეთ ამერიკულმა გუნდმა მაინც გადალახა ჯგუფური ეტაპის ზღვარი და გავიდა 1/8 ფინალში, მექსიკელები მსოფლიო ჩემპიონატის ამ სტადიაზე “ბ” ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან, სავარაუდოდ 1/8 ფინალში მესისა და მარკესის დუელი შედგება.

რაც შეეხება ამ ჯგუფის მეორე მატჩს, აქ ფრანგებმა სამარცხვინო მარცხი იწვნიეს. სამხრეთ აფრიკელებმა “მამლები” 2:1 დაამარცხეს, ამისდა მიუხედავად ვერც ტურნირის მასპინძლებმა შეძლეს 1/8 ფინალში გასვლა. ამ მატჩში იმონაწილევა ტიერი ანრიმ, რომელიც მეორე ტაიმში შემოვიდა, არ უმონაწილევია “ბარსელონას” მარცხენა მცველს ერიკ აბიდალს.

წყარო: eurosport.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში