კატალონიური ,,ბარსელონას’’ პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას 30 ივნისამდე ასრულებს, დარწმუნებით განაცხადა, რომ ლონდონის ,, არსენალი’’ დათმობს ,,ესპანეთის’’ ნახევარმცველს სესკ ფაბრეგასს, და იგი შემდეგ სეზონში ითამაშებს კატალონიურ გუნდში.
ძნელი იქნება ფაბრეგასის შეძენა 30 ივნისამდე, იმდენად, რამდენადაც ,,არსენალს’’ აქვს მყარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შეცვლაც რამდენიმე დღეში ძალიან ძნელია. თუ ეს არ გამოგვივიდა მე და ჩემს ჯგუფს, ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ მათ, ვინც შეგვცვლის ჩვენ კლუბში. ბოლოს და ბოლოს ,,არსენალი’’ დათმობს, უბრალოდ მე არ ვიცი როდის მოხდება. დაე პროფესიონალებმა განაგრძონ მუშაობა’’-ციტირებს ლაპორტა Marca-სთან ინტერვიუში.
წყარო: www.barca.ru



