მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს პუიოლი საავადმყოფოდან გაწერეს

კარლეს პუიოლი საავადმყოფოდან გაწერეს

კარლეს პუიოლი კვირას გაწერეს საავადმყოფოდან, სადაც შაბათს მან მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

კვირას შუადღით მან დატოვა საავადმყოფო და სახლში გაემართა. ”ბარსას” კაპიტნისთვის ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროგრამა დაიწყო. ამ დაზიანების გამო კარლეს პუიოლი გამოტოვებს ესპანეთის სამეფო თასის ფინალს და ევროპის ჩემპიონატს.

სახლში მისვლის შემდეგ კარლესმა ”ტვიტერზე” გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის იღიმება პატარა ბიძაშვილთან ერთად. თუკი ყველაფერი კარგად წავა კაპიტანი პრე-სეზონს თანაგუნდელებთან ერთად დაიწყებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში