იტალიის პრემიერ მინისტრსა და “მილანის” პრეზიდენტს სილვიო ბერლუსკონის ძალიან სურს კატალონიის “ბარსელონას” შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირება, იტყობინება Sport.es. წყაროზე დაყრდნობით, ბერლუსკონი ოცნებობს ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ლუიშ ფაბიანოს დუეტზე. “მილანის” პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მომავალი სეზონიდან ორივე ფორვარდს თავის გუნდში იხილავს. ერთ–ერთი მიზეზი რის გამოც, შეიძლება გაუჭირდეს ბერლუსკონის იბრას ყიდვა, ეს მისი ფასია. კატალონიური კლუბი შვედ ფორვარდს 50 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა. “მილანი” კრიზისშია, ამიტომაც მათ ძალიან გაუჭირდებათ ამხელა თანხის გადახდა შვედში. 28 წლის ტანმაღალი ფორვარდი “ბარსაში” გადმოსვლამდე: “მალმიოს”, “აიაქსის”, “იუვენტუსის” და “ინტერის” ღირსებას იცავდა. იგი 2009 წელს “ბარსამ” “ინტერს” ეტო’ოში გაუცვალა და 44 მილიონიც დაუმატა. იბრამ ლა ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 16 გოლი გაიტანა, რაც სადებიუტო სეზონისთის ცუდი ნამდვილად არაა.
წყარო:barca.ru