მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბეტისისთვის” მზადება გრძელდება

”ბეტისისთვის” მზადება გრძელდება

გუნდმა დღეს დილით ”ბეტისთან” შაბათშ გასამართი შეხვედრისთვის მზადება გააგრძელა. ალექსის სანჩესი კვლავ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა, სეიდუ კეიტა კი დარბაზში იმყოფებოდა.

პეპ გვარდიოლამ დღევანდელი ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივას” პირველ მოედანზე ჩაატარა. მის განკარგულებაში მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი იყო (პუიოლი, ვილია, აბიდალი, ფონტასი – ტრავმირებულები), მათ შორის პიკე და კუენკა, რომლებსაც თამაშის უფლება გუშინ დართეს. სესიაზე იმყოფებოდნენ ბარტრა, მონტოია და ტელიო.

ალექსის სანჩესი, რომელმაც დერბი გამოტოვა კვლავ განცალკევებით  ვარჯიშობს. სეიდუ კეიტა კი მოედანზე არ გამოჩენილა, ის დარბაზში დარჩა. ტიტო ვილანოვა, რომელსაც ვირუსი ჰქონდა ვარჯიშებს ხვალიდან დაუბრუნდება.

გუნდი მომდევნო სავარჯიშო სესიას ხვალ, 11 საათზე გამართავს.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=HsCDIts6i8s]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში