მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იაია ტურე შეიძლება ”ბარსაში” დაბრუნდეს

იაია ტურე შეიძლება ”ბარსაში” დაბრუნდეს

იაია ტურემ ბევრისთვის მოულოდნელად ”ბარსელონაში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

”RAC1”-თან მიცემულ ინტერვიუში ”მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა აღიარა, რომ არ გამორიცხავს ”ნოუ კამპზე” დაბრუნებას: ”2 წლის ვამბობდი, რომ ”ბარსაში” დაბრუნებას არ გამოვრიცხავდი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდი იყო ჩემს ცხოვრებაში და თუკი ისინი კვლავ დამირეკავენ, მაშინ ზედმეტად არ ვიფიქრებ. ”ბარსელონა” ძალიან მომწონს და დაბრუნება შემიძლია”.

გვარდიოლას წასვლა

”ეს გასაკვირი გადაწყვეტილება იყო, რადგან სწორედ გვარდიოლას ჰქონდა უდიდესი როლი ”ბარსელონას” წარმატებებში. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და ასეთი დიდებული წლების შემდეგაც შეგვიძლია წასვლა”.

ვილანოვაზე

”მე ძალიან კარგად ვიცნობ ვილანოვას და ვფიქრობ, რომ ის გვარდიოლას ფილოსოფიას გააგრძელებს. ტიტო ძალიან კარგი ადამიანია ფეხბურთის იმავე ხედვით. ვფიქრობ, რომ ისიც ძალიან კარგი მწვრთნელი იქნება”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში