მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: “უდიდეს პატივს ვცემ პეპს”

მესი: “უდიდეს პატივს ვცემ პეპს”

“კულეები” შაბათს სტადიონზე შეიკრიბნენ, რადგანა ხოსეპ გვარდიოლა ბოლოჯერ ატარებდა “კამპ ნოუზე” შეხვედრას როგორც “ბარსელონას” მწვრთნელი. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო გიგანტური ზომების მქონე ბანერი, რომელიც გულშემატკივრებმა გამოფინეს წარწერით: “გვიყვარხარ პეპ!” მთელი 90 წუთის განმავლობაში გულშემატკივრები და ფეხბურთელები პატივს სცემდნენ ხოსეპს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სტადიონი პეპის გვარს სკანდირებდა, შეხვედრის ყველაზე ლამაზი მომენტი მაინც ის იყო, როცა მსოფლიოს საუკეთესი ფეხბურთელმა 4 გოლი მიუძღვნა გვარდიოლას და მხურვალედაც გადაეხვია.

 

ლეო მესიმ ბოლოჯერ სცა პატივი ხოსეპს “კამპ ნოუზე”. არგნეტინელს, რომელსაც 46 გოლი ჰქონდა “ესპანიოლთან” მატჩამდე გატანილი, ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა შეაგდო რა 4 გოლი და მონაგარი 50-მდე დააგროვა. მეოთხე ბურთის გატანის შემდეგ ლიონელი თავისი დამრიგებლისკენ გაიქცა და 90 000 გულშემატკივრის წინაშე გადაეხვია. ოქროს ბურთის სამგზის მფლობელმა წამყვან ჩინურ სოციალურ ქსელზე ასეთი რამ განაცხადა: “ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მატჩი იყო. მივხვდი, რომ პეპს უნდა ჩავხუტებოდი, რათა მადლობა გადამეხადა ყველაფრისთვის”.

 

ჩინურ ვებ-გვერდზე მან ასევე განაცხადა: “პეპს ჩემგან არასდროს მოაკლდება პატივისცემა. ყოველთვის დავაფასებ. ის ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, რომლებსაც უხარიათ ჩემი გოლები”. 

 

სულ ცოტა ხანში ლიონელ მესიმ “Facebook”-ზეც გააკეთა განცხადება: “უდიდესი სიამოვნება იყო ბოლო წლებში გვარდიოლასთან ერთად გატარებული დაუვიწყარი დღეები”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში