მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი სამეფო თასსა და ევრო 2012-ს ემშვიდობება

პუიოლი სამეფო თასსა და ევრო 2012-ს ემშვიდობება

დღეს დილით საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ “ესპანიოლის” წინააღმდეგ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა. ესპანელი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და ოპერაციის დღედ 12 მაისი დაინიშნა. შედეგად კარლეს პუიოლი 6 კვირას იუქმებს.

 

ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის ესპანელი მცველის თამაშს “კოპა დელ რეის” ფინალსა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, რომელიც უკრაინა-პოლონეთში იმართება ივნისში. ეს სამწუხარო ამბავი პირველ რიგში ესპანეთის ნაკრებს შეუქმნის უდიდეს პრობლემას, ხოლო შემდეგ “ბარსელონას”… 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში