მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგანია, მადრიდის “რეალის” გულშემატკივრად გვევლინება.
ნადალმა თავისი სიმპატიების და მიუხედავად ყურადღებით ადევნა თვალი დაპირისპირებას კატალონიის “ბარსელონასა” და ლონდონის “ჩელსის” შორის. იგი გაკვირვებული დარჩა იმით, რომ ფინალში “ლურჯები” გავიდნენ.
-ჩემი აპლოდისმენტები “ბარსელონას”, მათ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, თუმცა კი ფინალში ვერ გავიდნენ. ისინი არ იმსახურებდნენ გავარდნას, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. “ბარსელონა” ბევრ ტიტულს დაეუფლა ამ მცირე ხნის განმავლობაში და სწორედ ამიტომ იმსახურებს ეს გუნდი უდიდეს პატივისცემას. მათ ურთულესი ამოცანების ამოხსნა და დაბრკოლებების გადალახვა მოახერხეს.
როგორც მოგეხსენებათ გუშინ მადრიდის “რეალიც” გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას. დამარცხდა რა მიუნხენის “ბაიერნთან”, პენალტების სერიაში.