workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ანჟი” ალვესით ინტერესდება

”ანჟი” ალვესით ინტერესდება

ევროპაში ყველა საფეხბურთო ტურნირი დასასრულს უახლოვდება და დაიწყო სატრანსფერო ჭორების გავრცელება. პირველი ასეთი ინფორმაცია ”ბარსელონასთან” დაკავშირებით მახაჭკალის ”ანჟიმ” გაავრცელა, რომელიც დანი ალვესით ინტერესდება.

დაღესტნის დედაქალაქში ალვესი ყოფილ თანაგუნდელ, სამეულ ეტო’ოსთან ერთად თამაშს შეძლებს. რუსს მილიარდელს, სულეიმან კერიმოვს ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა უკვე ზაფხულში სურს, რათა საკუთარი გუნდი გააძლიეროს.

”Radia Marca”-ს ინფორმაციით გუს ჰიდინკის გუნდი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე, რის გამოც გუნდი ვარსკვლავების შეძენას შეეცდება. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გადავიდეს ალვესი ანჟიში არის ფული. ფეხბურთელმა არაერთხელ განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება ”ბარსაში” სურს, რომელთანაც კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუ რა თანხის შეთავაზებას გეგმავს ”ანჟი” ფეხბურთელისთვის, თუმცა რუსული კლუბი ერთადერთი არ იქნება, რომელიც ბრაზილიელი ლატარელის შეძენას შეეცდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward