ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ თავისი შეგირდი დავიდ ვილია მოინახულა.
როგორც ესპანური პრესა ავრცელებს, გულთბილი მონახულების გარდა დელ ბოსკეს სურს, რომ დავიდთან ერთად განიხილოს ევრო 2012–ზე წამსვლელის ბედი.
ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დავიდის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატზე რაული გაემგზავრება, თუმცა როგორც ჩანს დელ ბოსკე ამ ნაბიჯის გადაგმას ჯერ არ ჩქარობს.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფეხი მოიტეხა და ის დღემდე განაგრძობს მკურნალობას.


