workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
15 ტიტული – სარეკორდო სეზონი “ბარსელონას” ისტორიაში

15 ტიტული – სარეკორდო სეზონი “ბარსელონას” ისტორიაში

კატალონიის “ბარსელონას” სხვადასხვა გუნდებმა, გასულ სეზონში, 15 ტიტული მოიგერს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გასული სეზონი საუკეთესო იყო ფეხბურთის, კალათბურთისა და ხელბურთის გუნდებისთვის, სამივე მათგანმა აქტივს 4-4 ტიტული შეჰმატა. 2 ტიტული მოიგო ჰოკეის გუნდმა, ხოლო მე-15 ტიტული ფუტზალის გუნდის ანგარიშზეა. ამრიგად, კატალონიელებმა დაამხეს 13 ტიტულიანი რეკორდი. ასეთი შედეგი “ბარსას” სამჯერ, 1996-97, 1997-98 და 1999-00.

ფეხბურთი

2008-09 წლების სეზონის უმაღლეს დონეზე ჩატარებამ “ბარსელონას” საფეხბურთო გუნდს საშუალება მისცა ეთამაშა როგორც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ასევე ესპანეთისა და ევროპის სუპერთასებზე. სუპერთასების მოგებას “ბარსამ”, ისტორიაში პირველად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონის ტიტულიც მოაყოლა, ხოლო სეზონის ბოლოს მე-4 ტიტული, ესპანეთის ჩემპიონობაც მოიგო.

 

ევროპის დამპყრობელნი

“ბარსელონას” ორმა გუნდმა მოახერხა უპირველესი ერვოპული საკლუბო ტურნირის მოგება. კალათბურთელებმა, ევროლიგის ფინალში, ბერძნული “ოლიმპიაკოსი” დიდი ანგარიშით, 86:68 დაამარცხეს; ხოლო გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რონკატო ვიკი”  4:1 დაამარცხა

 

საუკეთესონი ესპანეთში

ორმა გუნდმა მოახერხა ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოს ტიტულის მოპოვება. ფეხბურთელებმა ასეულობით მილიონით გაძლიერებულ მადრიდის “რეალს” მოუგეს ესპანეთის ჩემპიონატილ ხოლო ჰოკეისტთან მეტოქე “კოინაზა ლიცეო” იყო, რომელსაც რომელსაც “ბარსელონა სორლი დისკაუმ” საბოლოოდ 4 ქულით გაუსწრო.

 

ესპანეთის 3 სუპერთასი

“ბარსელონას” სამმა გუნდმა მოახერხა წინა სეზონში გაჩემპიონების შემდეგ, ესპანეთის სუპერთასის მოგება. ფეხბურთელებმა ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხეს 2 მატჩის ჯამში 5:1, კალათბურთლებმა “რეალს” სძლიეს 86:82, ხოლო ხელბურთელებმა “სიუდად რეალი” დაამარცხეს ანგარიშით 33:26.

 

ბოლოს კი გაგაცნობთ “ბარსელონას” გუნდების მიერ, გასულ საკლუბო სეზონში მოპოვებულ ყველა ტიტულს:

ფეხბურთი

ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

კალათბურთი

ესპანეთის სუპერთასი, ესპანეთის თასი, ევროლიგა, კატალონიის ჩემპიონატი.

ხელბურთი

პირენეის ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ესპანეთის თასი, ASOBAL-ის თასი.

ჰოკეი

ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა

ფუტზალი

კატალონიის თასი

წყარო: fcbarcelona.cat

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward