მადრიდის ”რეალთან” დამარცხების შემდეგ პეპ გვარდიოლას რამდენიმე დღეს აქვს გუნდის ”ჩელსისთან” გასამართი შეხვედრისთვის მოსამზადებლად.
”ბარსას” გრაფიკი გადატვირთული და დრო არ არის დაღონებისთვის. ”რეალთან” მარცხის შემდეგ ლა ლიგა თითქმის დაკარგულია, ამიტომაც გუნდის სრული კონცენტრაცია ”ჩელსისკენ” გადავიდა. ეს გადამწყვეტი მატჩია და გვარდიოლას მისთვის მოსამზადებლად 2 დღე აქვს. შეხვედრა სამშაბათს, 22:45 საათზე გაიმართება.
გუნდი კვირას, ”სიუტატ ესპორტივაზე” დილით ივარჯიშებს. ორშაბათის ვარჯიში ”ნოუ კამპზე” გაიმათება 20 საათზე, რომლის დაწყებამდე პეპ გვარდიოლა და რომელიმე ფეხბურთელი მატჩის წინა პრეს-კონფერენციას გამართავენ. ”ბარსელონა” ბოლო ვარჯიშს შეხვედრამე სამშაბათს გამართავს.
”ჩელსიმ”, რომელიც ბარსელონაში ორშაბათს ჩავა პრემიერ-ლიგის ბოლო ტურში წამყვანი მოთამაშეები დაასვენა. ”ლურჯები” ლონდონის ”არსენალს” დაუპირისპირდენენ და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.



