”ბარსელონამ” დღეს მორიგი ვარჯიში გამართა მადრიდის ”რეალთან” შეხვედრის წინ. კარგი სიახლეა ის, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშა ალექსის სანჩესმა.
ალექსის სანჩესი, რომელიც ”ჩელსისთან” შეხვედრაში, ჯონ ტერისთან შეჯახებისას მცირედ დაშავდა დღეს, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა. სესიაზე პირველი გუნდის 18 ფეხბურთელთან ერთად ”ბარსალონა ბ”-ს ფეხბურთელები, მონტოია, ბარტრა და ტელიო ირჯებოდნენ. გუნდს ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან დავიდ ვილია, ერიკ აბიდალი და ანდრეუ ფონტასი.
”ბარსელონა” როგორც ყველა საშინაო მატჩის წინ ბოლო ვარჯიშს ”რეალთან” შეხვედრამდე ხვალ, ”ნოუ კამპზე” გამართავს.
პეპ გვარდიოლამ პრეს-კონფერენცია განაცხადა, რომ ალექსისი კვლავ გრძნობს ტკივილს ბარძაყში. დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელს თავად სურდა უფრო მეტად დატვირთვა, თუმცა ექიმებმა მას ამის უფლება არ დართეს. გადამწყვეტი ხვალინდელი ვარჯიში იქნება, სადაც გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ჩილელი ”რეალთან” თამაშს. 












