ჩავიცვი “ბარსელონას” მაისური, მოვძებნე ინტერნეტში მუშა ბმული ჩემი სოპქასტისთვის და გემრიელად მოვკალათდი სავარძელში. აჟღერდა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნიც, რომელიც მაშინვე ეუფლება ხოლმე ჩემ სულს და გვერდით ოთახში მყოფ მშობლების ყურებს, თუმცა ახლა ასეთ რამეებზე არ ღირს წერა მგონი… ჯობია მატჩზე გადავიდე. შევხედე შემადგენლობას- დროგბა ძირითადშია, გამიკვირდა, ტორესს ველოდი, თუმცა როგორც თქვეს ის უფრო “კამპ ნოუზე” გამოდგება, მან ხომ იცის როგორ გაუტანოს “ბარსას” ჯერ კიდევ “ატლეტიკოდან”.
მატჩამდე:
რა ვთქვა “ბარსელონაზე”? ყველა მწყობრშია, გარდა პიკესიე და ვილასი, რომლის არ ყოფნასაც ვერ შევეჩვიე. ასე მგონია ის რომ იყოს ახლა სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი, თუმცა….მასკერანო როგორც ყოველთვის მზადაა დაცვის ცენტრში ითამაშოს. ადრიანოს გამოჩენა დიდად არ მახარებს, თუმცა მეტი რა გზაა? ახლა ხომ სეზონის ურთულეს მონაკვეთში ვართ. ტრავმები და ამას დამატებული ურთულესი კალენდარი. უნდა ვაღიარო! მე “ჩელსისთან” თამაშის დროსაც კი ელ კლასიკოზე ვფიქრობდი….
ამასობაში დასრულდა კიდეც მატჩის დაწყების წინა ცერემონიალი. კაპიტნებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და აი მატჩიც იწყება. სასტვენი…აბა ბიჭებო თქვენ იცით! “ბარსამ” ბურთი გაათამაშა, მაგრამ 1 წუთით! კითხვა გამიჩნდა: რა უნდა დაუპირისპიროს ამ “ჩელსიმ” “ბარსასს”, რომ თუნდაც ფრეს გამოჰკრას ხელი? პასუხი: ალბათ სწრაფი ამოსვლა დაცვიდან…დიახ დიახ “თამაშის იტალიური მანერა” და რა თქმა უნდა სტანდარტები. ახლა უკვე პიკეს არ ყოფნაზეც ვდარდობ, ათლეტური პიკე ნამდვილად გამოგვადგებოდა დროგბასთან ბრძოლაში. აქვს ჩელსის აშკარა უპირატესობა სიმაღლეში, ათლეტიზმშიც. ე.ი აქვთ “იარაღი” ჩვენს წინააღმდეგ….
მატჩის შემდეგ:
არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი: “არ გაიტან, გაგიტანენ”. “ბარსელონა” მიეჩვია პუბლიკაზე თამაშს, რომელიც ხმამაღლა ყვირის, ტაშს უკრავს გუნდს, მის სათამაშოს სტილს და ბურთის გენიოსებს. მას შეუძლია 20 მომენტი შექმნას თამაშში, მაგრამ გაიტანოს მხოლო 5. ეს ვინმეს ახსოვს თამაშის მერე? ალბათ არავის, მთავარია “ბარსამ” მოიგო, არავინ იხსენებს 16 გაფუჭებულ ეპიზოდს.
და უკვე ვფიქრობ როდის მოვა შემდეგი მატჩი. კიდევ ერთხელ ვხვდები რომ ჩემპიონთა ლიგასხვა სამყაროა. აქ ერთი შეცდომაც კი ძალიან ძვირად ფასობს, აქ თითოეულ შანსს უნდა გამოყენება, რადგან ის შეიძლება ერტადერთი და განუმეორებელი იყოს (ეჰ ფაბრე და სანჩო).
უკვე იწყებენ მეგობრები ტელეფონზე რეკვას, სპორტულ ფორუმებზე ზეიმია (ზეიმობს ყველა განურჩევლად სქესისა თუ პირადი საფეხბურთო გემოვნებისა), უკვე ვიცი რომ მინიმუმ 1 კვირა ამაზე ილაპარაკებენ. ვფიქრობ თუ ასე ბედნიერია ამდენი ადამიანი “ბარსას” წაგებით ხომ არ ჯობია ხშირად წააგონ მეთქი? არა, არა ჩვენც ძალიან ბევრი ვართ, ასე რომ არ გამოვა ეს საქმე.
ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო. თუმცა რაც მოხდა მოხდა, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. 2000 წლის შეხვედრას ვრთავ ამ გუნდებს შორის, მაშინ ხომ 3:1 წავაგეთ ლონდონში, მაგრამ “კამპ ნოუზე” 5:1 მოვუგეთ ინგლისელებს. მჯერა რომ კვლავ წარმატებული იქნება ჩვენთვის შემდეგი მატჩი, ხომ შეიძლება ეს სწორად ის თამაში იყოს, უკვე რომ აღვნიშნე ბარსა ხშირად 20 მომენტს ქმნის და 5 გოლს იტანს მეთქი. როგორ არა ყველაფერი შეიძლება!
სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, სხვანაირად არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ხომ მსოფლიოში საუკთესო კლუბის გულშემატკივრები ვართ. წინ კატალონიაა, მე კი ახლაღა ვამჩნევ რომ წუხელ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური არც კი გამიხდია და ახლაც “ბარსას” მაისურით ვწერ სტატიას….
Visca Barça! Visca Catalunya!


