გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური შეხვედრის ფარგლებში “სტემფორდ ბრიჯზე” ლონდონის “ჩელსიმ” კატალონიის “ბარსელონას” უმასხპინძლა და სტუმრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.
პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე შეხვედრის ერთადერთი გოლი დიდიერ დროგბამ გაიტანა. გარდა გოლისა დროგბა მოედანზე “კოტრიალითაც” აშკარად გამოირჩეოდა, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს. მატჩის დასრულების შემდეგ საკუთარ Twitter-ზე კოტდივუარელი ფეხბურთელის შესახებ აზრი გამოთქვა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა, უეინ რუნიმ: “დროგბა, კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ გთხოვ ადექი.”



