”ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, სტივ არჩიბალდმა თავისი აზრი გაგვიზიარა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის, ”ბარსელონასა” და ”ჩელსის” დაპირისპირების შესახებ.
”ესპანური ფეხბურთი ინგლისურზე უკეთესია. პრემიერ-ლიგაში შეიძლება მეტი სისწრაფე და უფრო მეტი საინტერესო მატჩია, თუმცა ფეხბურთის ხარისხით ლა ლიგის ფეხბურთი გაცილებით უკეთესია. ამის გამო ესპანურ კლუბებს ყოველთვის მეტი შანსი აქვთ ლიგის მოგების. ინგლისური კლუბები სულ სხვაგვარი სტილით თამაშობენ – არა ისე, როგორც საჭიროა ლიგის მოსაგებად”.
”ინგლისური ფეხბურთი დიდად არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ინვესტიცია ჩაიდო. ვფიქრობ, რომ ”ბარსელონა” ორივე შეხვედრაში დაამარცხებს ”ჩელსის”. თუკი ”ლურჯებს” წარმატების მიღწევა სურთ, მაშინ სწრაფ გოლზე უნდა იფიქრონ, შემდეგ კი ”ავტობუსი” ჩააყენონ საკუთარ საჯარიმოსთან. მათ უნდა იმოქმედონ ყურადღებით, რადგან 15-20 წუთის შემდეგ არაფრის გაკეთების საშუალებას არ მისცემენ” – განაცხადა 55 წლის შოტლანდიელმა ”Goal.com”-თან საუბრისას.

