მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “მესი და რონალდუ ერთმანეთს აძლიერებენ”

გვარდიოლა: “მესი და რონალდუ ერთმანეთს აძლიერებენ”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს პროგრესის მიზეზი მათ შორის არსებული საფეხბურთო დაპირისპირებაა.

“ამ ფეხბურთელების პროგრესს მათ შორის ბრძოლა განაპირობებს. საუბარია ორ ფეხბურთელზე, რომლებიც ყველა დანარჩენი კოლეგისგან განსხვავდებიან. გაგვიმართლა, რომ მათი თამაშის ყურებით სიამოვნების მიღება შეგვიძლია” – აცხადებს გვარდიოლა.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მესიმ და რონალდუმ 32-32 თამაში ჩაატარეს. არგენტინელის ანგარიშზე 39 გოლია, ხოლო პორტუგალის ანგარიშზე – 40. სულ, მიმდინარე სეზონში, მესის 51 თამაშში 61 გოლი დაუგროვდა, რონალდუს კი – 47 მატჩში 52 ბურთი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში