”ხეტაფესთან” შეხვედრა პირველი იყო, სადაც ალექსის სანჩესმა და პედრო როდრიგესმა ერთად გაიტანეს გოლები. ბოლოს ჩილელმა თავი თებერვალში გამოიჩინა, როცა ”ბაიერის” კარი დალაშქრა 2-ჯერ.
კარგი სიახლეები ”ბარსელონასთვის”: სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრების წინ კლუბის ორმა თავდამსხმელმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა და კვლავ დაიწყეს გოლების გატანა. ”ხეტაფესთან” შეხვედრაში პირველად მოხდა, რომ ერთ მატჩში ორივემ გაიატანა გოლი.
პედრო ფორმაში 1 წლის შემდეგ
პედრომ 1 წლის განმავლობაში პირველად შეძლო ზედიზედ 2 მატჩში გოლის გატანა. ბოლოს ასეთი რამ გასული წლის თებერვალში დაფიქსირდა, როცა კანარის კუნძულელმა გოლი ზედიზედ ”რასინგთან”, ”ალმერიასთან” და ”ერკულესთან” გაიტანა. გოლები ”სარაგოსასთან” და ”ხეტაფესთან” იმის იმედს გვაძლევს, რომ პედრო ფორმა აღიდგინა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 9 ბურთია, თუმცა წინ მინიმუმ 9 შეხვედრაა დარჩენილი.
პედროს გოლები კლუბისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია: მან გახსნა ანგარიში ფინალში ”უემბლიზე”, გაიტანა გამარჯვების გოლი ევროპის სუპერთასზე 2009 წელს და წელს გაიტანა პირველი გოლი მადრიდის ”რეალთან” სამეფო თასის განმეორებით შეხვედრაში.
ალექსის სანჩესი: მე-3 დუბლი სეზონში
ალექსისმა ასევე შეწყვიტა უგოლო სერია:. ”ხეტაფესთან” მატჩამდე ჩილელს თითქმის 2 თვე არ ჰქონდა გოლი გატანილი. ”ხეტაფეს” კარში შესრულებული დუბლი მისთვის მე-3 აღმოჩნდა ”ბარსას” რიგებში. აქამდე შეხვედრაში 2-ჯერ მან ”რაიო ვალეიკანო” და ლევერკუზენი ”ბაიერი” დაამწუხრა.
მიმდინარე სეზონში სანჩესმა უკვე 13 გოლი გაიტანა: 8 ”ნოუ კამპზე”, 5 კი გასვლით მატჩებში. 5 გოლი ჩილელმა ფეხბურთელმა თავური დარტყმით გაიტანა.



