workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

გახსოვთ 2009 წლის 2 მაისი? ალბათ, ამ დღეს რა დაგავიწყებთ.

“სანტიაგო ბერნაბეუზე”, “რეალთან” ჩატარებულ მატჩი იგი ჩვეულად ბრწყინვალე იყო – დამაჯერებლობა, ლიდერობა, ყველა ეპიზოდში ბოლომდე ბრძოლა… იმ თამაშში, მან გოლიც გაიტანა, გოლი, რომელიც ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა.

3 დღის წინ, 2012 წლის ათ აპრილს, იგი ისევ ისე თამაშობდა, თითქოს 2009 წლის 2 მაისი ყოფილიყოს. თავდაუზოგავი, ბრძოლისუნარიანი, სამაგალითო…

როდესაც “ხეტაფესთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, გვარდიოლას ჰკითხეს, თუ როგორ ახერხებდა იგი, რომ ამ ასაკში კვლავ ასე თამაშობდა, მწვრთნელმა უპასუხა: “ყოველ დილით, ვარჯიშზე, ის ისეთი განწყობით მოდის, თითქოს ამას პირველად აკეთებდეს, ან – უკანასკნელად”.

მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, მას სირთულეების დაძლევა უწევდა. 2011 წლის იანვარში, მან მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ფეხბურთს ხანგრძლივი დროით ჩამოშორდა. იყო საუბრები იმაზე, რომ დანებდებოდა და ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებდა. სეზონის ბოლომდე, მან მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა და ოთხივე შემთხვევაში, ძალზე მნიშვნელოვან მატჩში. “ბარსა” 3-ჯერ “რეალს” დაუპირისპირდა, ხოლო ერთხელ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში – “მანჩესტერს”. ეს ოთხივე თამაში კატალონიელებმა მათთვის სასიკეთო ანგარიშით დაასრულეს. მათგან გამოვყოფთ პირველს – 2011 წლის 16 აპრილს, “ბარსამ “და “რეალმა” მადრიდში ითამაშეს. თამაშის წინა დღეს ცნობილი გახდა , რომ 3 თვის უთამაშებელმა ვარჯიში დაიწყო. ამხელა პაუზისა და ერთი დღის ვარჯიშის შემდეგ, მან “რეალთან” ძირითადში ითამაშა.

1999 წლიდან დღემდე, “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით, მან 552 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონი, მისთვის სარეკორდოა – გატანილი 4 გოლი, არადა, აქამდე მას ერთ სეზონში 3-ჯერაც კი არ გაეტანა. ამ ოთხიდან ერთი ბურთი მან ესპანეთის სამეფო თასზე, მადრიდში, “რეალს” გაუტანა და “ბარსას” ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

დღეს, 13 აპრილს, კარლეს პუიოლს 34 წელი შეუსრულდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward