მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავკაცმა, ბერნდ შუსტერმა გაკვირვება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ რატომ არ გაათავისუფლა ს/კ “ბარსელონამ” დაკავებული პოსტიდან პეპ გუარდიოლა, იტყობინება ესპანური პრესა.
გერმანელი სპეციალისტი ზემოთ ხსენებული კომენტარისას საუბრობდა “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. შეგახსენებთ, რომ გუარდიოლამ უკვე არაერთგზის თქვა, რომ “ბარსას” ფაქტიურად არ აქვს შანსი ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. პეპმა მსგავსი კომენტარი მაშინაც გააკეთა, როცა კატალონიურ და მადრიდულ გრანდებს შორის სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა.
“ერთადერთი, რაც არ მესმის არის კატალონიური კლუბის ხელმძღვანელების პოზიცია. ვერ გამიგია, რატომ არ გაათავისუფლეს მათ გუარდიოლა თანამდებობიდან მსგავსი განცხადებების გაკეთების შემდეგ.” – თქვა შუსტერმა.
შეგახსენებთ, რომ შუსტერი თავად იქნა მოხსნილი მადრიდის “რეალის” თავკაცობიდან მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ “რეალს” არ ძალუძდა “ბარსელონას” დამარცხება უახლოეს მატჩში.

