კატალონიის “ბარსელონა” კვლავ დაინტერესებულია და აკვირდება მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ, ადრიანს. 24 წლის ფეხბურთელი ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურის მორგების ერთ–ერთი მთავარი პრეტენდენტია.
შეგახსენებთ, რომ ადრიანით ასევე დაინტერესებულია ინგლისური “ტოტენჰემიც”. ლონდონელები აქტიურად არიან ჩართულები ამ საქმეში და ყველანაირად ცდილობენ ფეხბურთელის გადაბირებას, თუმცა თავად ფორვარდმა განაცხადა, რომ ჯერ არ აპირებს არსად წასვლას.
ძალიან კარგი თამაშის მიუხედავად, აშკარაა, რომ “ბარსელონას” შეტევის ხაზში პრობლემები აქვს. გასულ წლებში უფრო გუნდური თამაში იყო, ანუ სამივე ფორვარდი აქტიურად ერთვებოდა თოთიეულ შეტევაში და ცდილობდა მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. ახლა კი, უმეტესობა შემთხვევებში ლიონელ მესი იღებს საკუთარ თავზე ყველაფერს. ალექსის სანჩესმა ნამდვილად არ გაამართლა ის მოლოდინი, რაც კატალონიელთა ქომაგებს ჰქონდათ. პედრო როდრიგესი ამ სეზონში ტრავმებმა გააწვალა და ვერა და ვერ შევიდა ფორმაში. რაც შეეხება ისააკ კუენკას, ის ჯერ კიდევ გამოუცდელია. ასევე პატარაა კრისტიან ტელიოც, რომელიც დუბლებიდან გადმოჰყავს ხოლმე ხოსეპ გვარდიოლას. როგორც მოგეხსენებათ, ტრავმა აქვს დავიდ ვილასაც. ასე რომ შესაძლოა “ბლაუგრანამ” სერიოზულად იფიქროს შეტევის ხაზის გაძლიერებაზე.



