მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”სარაგოსა” – ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”სარაგოსა” – ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”სარაგოსასთან” გამარჯვების შემდეგ ”ბარსას” ფეხბურთელები აცხადებდნენ, რომ ლა ლიგის მოგება შესაძლებელია და ისინი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ვიქტორ ვალდესი, რომელმაც 11 მეტრიანი მოიგერია გულშემატკივრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და ანიშნებს იმაზე, რომ ყოველთვის გრძნობდა კულეების სიყვარულს.

”ლა რომადერაზე” გუნდმა სასიცოცხლო მნიშვნელობის 3 ქულა აიღო, მაგრამ ამ კვირაში ჩვენს გმირებს კიდევ 2 მატჩი აქვთ სათამაშო. ”ხეტაფეს” მასპინძლობის წინ ფეხბურთელებმა ”სარაგოსასთან” გამარჯვება შეაფასეს, რის შედეგადაც გუნდი აგრძელებს პრიმერასთვის ბრძოლას.

”ჩვენ ყოველთვის ბევრი მუშაობა გვიწევს ამ მოედანზე მოსაგებად. ჩვენ შევძელით 3 ქულის აღება, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ”ბარსასთვის” – განაცხადა ტიაგო ალკანტარამ. ასევე ნახევარმცველმა შეაქო გუნდი, რომელმაც სწრაფად მოახდინა ”სარაგოსას” გოლზე რეაგირება: ”შიშმა ჩვენ ვერ გვაჯობა. საბედნიეროდ მათი მეკარის შეცდომით სწრაფად აღვადგინეთ წონასწორობა”.

გზავნილი მეტოქეს

ტიაგო ალკანტარამ თანაგუნდელების მსგავსად მოედნის ცუდ მდგომარეობაზე ისაუბრა. მიუხედავად ამ დაბრკოლებისა გუნდმა ზედიზედ მე-9 გამარჯვება მოიპოვა. ასევე ტიაგომ გზავნილი საჩემპიონო მეტოქეისკენ გააკეთა: ”მადრიდელებს დიდი ჯაფა დაადგებათ იმისთვის, რომ პრიმერა მოიგონ”.

კარლეს პუიოლი

”ჩვენ ვიცოდით, თუ რა გველოდა. ”სარაგოსა” ამჟამად საუკეთესო ფორმაშია. ჩვენ ძლიერი მუშაობა დაგვჭირდა, რათა მოგვეგო. ეს 3 ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

”რეალის” შეხვედრაზე კაპიტანმა განაცხადა: ”ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ახლა კი ”რეალის” ჯერია. სეზონის დასრულებამდე ბევრი მატჩი რჩება”.

დანი ალვესი

”შესანიშნავი გამარჯვება, თანაგუნდელებმა ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარეს. ”შოუ” უნდა გაგრძელდეს”.

სესკ ფაბრეგასი

”ეს ძალიან რთული მატჩი იყო, პირობები იდეალური არ იყო, მაგრამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა, ამიტომაც გამარჯვება დავიმსახურეთ. მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო, ასევე მატჩის დროს იყო ქარი. ამასთანავე მეტოქე ძალიან სახიფათო იყო, რადგან ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან”.

”ეს მატჩი რთული იყო. ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. რამდენიმე კვირის წინ ვერც კი ვინატრებდით ”რეალთან” სხვაობის 3 ქულამდე შემცირებას, მაგრამ სეზონის ბოლომდე ბევრი მატჩი რჩება. მადრიდელები ჯერ კიდევ ფავორიტები არიან”.

ვიქტორ ვალდესი

”ეს რთული მატჩი იყო, სადაც უხეში ბრძოლები იყო. მოედანი ძალიან მშრალი იყო და ბურთი იმაზე მეტად უნდა გაგვეკონტროლებინა, ვიდრე სხვა მატჩებში ვაკეთებთ. 11 მეტრიანის მოგერიებამ გუნდი გააძლიერა და დაეხმარა შეხვედრის მოგებაში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მეტოქე გუნდის ფეხბურთელების დარტყმების შესწავლას. სხვა დროს არ მიმართლებს ხოლმე, თუმცა ეს ბურთი მოვიგერიე. ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ”.

”ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. ნელ-ნელა სხვაობა ლიდერთან მცირდება. პირველ ტაიმი ძალიან რთული იყო, ორივე გუნდს გატანის ბევრი შანსი ჰქონდა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კულეებს ვუყვარვარ. ისინი ყოველთვის მეხმარებიან. 11 მეტრიანის ეპიზოდი ცოტა საეჭვო იყო, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”.

პედრო როდრიგესი

”ვიცოდით, რომ ეს მატჩი ძალიან რთული იქნებოდა. ”სარაგოსა” ბოლო მატჩებში მაღალ დონეზე თამაშობდა. ამასთანავე მათ პირველი გოლი გაიტანეს, ამიტომაც რთული იყო მატჩის მოგება. გოლმა მე რწმენა მომიმატა. თავდამსხმელისთვის გოლების გატანა ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ მიმართლებდა, თუმცა ლეოს მადლობა უნდა მოვუხადო მხარდაჭერისთვის. მოხარული გამარჯვების გამო, გოლს კი აბიდალს ვუძღვნი”.

”თანაგუნდელები ყოველთვის მხარს მიჭერენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მოედანზე თავს კარგად ვგრძნობ. კმაყოფილი ვარ საკუთარი ფორმით და გუნდის თამაშით. სათამაშო ბევრი მატჩია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში