”სარაგოსასთან” მატჩის შემდეგ კვირას გუნდმა ”სიუტატ ესპორტივაზე” აღდგენითი ვარჯიში გამართა. ალვესმა ვარჯიში ტრავმის გამო გამოტოვა მისი თამაში ”ხეტაფესთან” დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ვარჯიში 13:30 საათზე დაიწყო. ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იყვენ ნაკლები დატვირთვით ვარჯიშობდნენ, დანარჩენი კი ჩვეულებრივი ინტენსივობით ირჯებოდნენ. გუნდთან ერთად ”ბარსა ბ”-ს 3 ფეხბურთელი იმყოფებოდა (ტელიო, მონტოია, მუნიესა). ”ხუვენილ ა”-დან გამოძახებული იყო სერხი ტიენდა.
ალვესის ტრავმა
დანი ალვესმა თანაგუნდელებისგან განსხვავებით სესიაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრაზილიელმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და მას მარცენა ფეხის ბარძაყის კუნთის მცირე გაჭიმვა დაუდგინეს. მისი მონაწილოება ”ხეტაფესთან” მატჩში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
პიკე აგრძელებს აღდგენას
ხერარდ პიკე გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. ცენტრალური მცველი, რომელმაც ”სარაგოსასთან” არ ივარჯიშა აგრძელებს აღდგენას.
[media=http://www.youtube.com/watch?v=UWtdDTLQFiE]














