პრიმერას მორიგ ტურში ”ბარსელონამ” სტუმრად, ”ლა რომარედაზე” 1:4 დაამარცხა ”სარაგოსა”. მატჩი კატალონიელებისთვის ცუდად დაიწყო, თავდაპირველად ვიქტორ ვალდესმა მოახერხა 11 მეტრიანის მოგერიება, სულ ცოტა ხნის შემდეგ კი ”სარაგოსამ” საწადელს მიაღწია და ანგარიშში წინ გაიჭრა. ”ბლაუგრანა” გონს სწრაფად მოეგო და შესვენებამდე კარლეს პუიოლის და ლეო მესის გოლებით წინ გავიდა. ტაიმის მიწურულს კი მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ. შეხვედრის მეორე ნახევარში თავის გამოჩენა კვლავ ლეო მესიმ მოახერხა, მე-4 გოლი კი პედრო როდრიგესის ანგარიშზეა, რომელსაც საგოლედ არგენტინელმა გოლეადორმა უპასა.

”სარაგოსა” – ”ბარსელონა”. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


