როგორ გახდი ”კულე”? ეს ”პროექტიც” დამთავრდა. ყველას დიდ ბოდიშს გიხდით, რომ ესე დავაგვიანე ბოლო ნაწილის დადება. კიდევ ერთი ”პროფილობანაც” დამთავრდა. ახალა კი იხილეთ, კიდევ სამი ადამიანის კომენტარი. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ დახმარებისთვის.
1. jovana (გოგა ზურაბაშვილი) ‘’წევრი’’ – ჩემი ბარსას ფანობა დაიწყო 1999-2000 წლის სეზონში, როდესაც მე პირველად ვიხილე ბარსა ჰაიბერიზე არსენალის წინააღმდეგ, მაშინ მართლაც რომ მოვიხიბლე ბარსას თამაშით როცა 2-4 მოუგო აარლენალს, მაგ სეზოშივე იყო პორტოსთან ბრწყინვალე მატჩები და კულმინაცია ჩელსისტან 5-1, მათალია შემდეგ ვალენსიამ მწარე მარცხი გვამწვნია მარა ბარსა ჩემ გულში სამუდამოდ ჩეეწერა, მის მერე 4 უტიტულო წელი იყო და საოცარი ფილიგრამული მატჩებიც:) რივალდოს დროიდან დიდი ფანი ვარ ბარსასი და მუდამ დავრჩები კულედ , ბარსას ფანები ყველა ქვეყნისა შეერთდით…
2. maribarca ( მარი მესხი) ‘’წევრი’’ – ის რომ მე კულე ვარ, ელ კლასიკოს დამსახურებაა.როდესაც 4 წლის ვიყავი,ფეხბურთი დიდად არ მომწონდა. მანამდე მხოლოდ 2 ჯრ თუ 3ჯერ ვიყავი სტადიონზე ნამყოფი და ისიც იმის გამო რომ მამაჩემი ფეხბურთელი იყო და მხოლოდ და მხოლოდ მისი თამაშების გამო.1998 წელს როდესაც მე ჩემი თოჯინებით ვთამაშობდი,ბაბუაჩემმა მთხოვა მასთან მივსულყავი.მან მითხრა რომ თუ ამ ,,ელ” რაღაცას(მაშინ ელ კლასიკო ვერ დავიმახსოვრე) ვუყურებდი,ფეხბურთის ყურება ამის შემდეგ ჩემთვის უდიდესი სიამოვნებ იქნებოდა.მე ჩემი სათამაშოები ცოტა ხნით გვერდზე გადავდე და ტელევიზორს შევხედე.ზოგს თეთრი ფორმა ეცვა ზოგს ლურჯი წითელში.ბაბუამ მითხრა რომ რეალს რომელსაც თეთრი ფორმა ეცვა,მას გულშემატკივრობდა.თამაშის განმალობაში ის ათას ისტორიას მყვებოდა რეალზე მაგრამ მე რატომღაც მაინდმაინც ვერ ვგულშემატკივრობდი ამ გუნდს.რატომღაც ის მეორე გუნდი რომელსაც თურმე ბარსელონა ერქვა ეგ მომწონა და მინდოდა მისი მოგება.მე ნამდვილად მომეწონა ეს დაძაბული თამაში რომელიც საბოლოოდ ბარსელონას გამარჯვებით დასრულდა 2-3.ბაბუაცემი განიცდიდა მისი საყვარელი კლუბის მარცხაბას მე კი მას დავცინოდი.დროთ განმალობაში ვაცნობიერებდი რომ ბარსლონა აღარ იყო ჩემთვის მხოლოდ ბაბუას გასაბრაზებლი გუნდი.მე არცერთ მატჩს ღარ ვტოვებდი და მისი ისტორიის შევწავლაც დავიწყე.აი ასე ვიქეცი მე კულედ.ბოდიშს გიხდიტ ყველას ცოტა გრძელი სიტყვა გამომივიდა და ბოლოს მაინც ამითი დავასრულებ Visca El Barca
3. paata markelia ( პაატა მარკელია ) ‘’წევრი’’ – როგრ გავხდი კულე? სიმართლე გითხრათ ეგ თანდათანობით მოხდა. პირველად განაგონი მქონდა ბარსაზე უბანში გავიგე რო ლიგის ფინალი იყო მე მაშინ 11 წლის ვიყავი და კარგადაც არ მესმოდა ფეხბურთი მაგრამ ბარსა რაგაცნაირად მაინც მომეწონა განსაკუთრებით კი რონალდინიო ის ფინალი ჩვენებმა 2-1 მოიგეს ძალიან მიხაროდა მაგის შემდე ვცდილობდი ბარსაზე მეტი გამეგო. მე ბარსა გვერდით ვიყავი მაშინაც როცა მას კრიზისი ჰქონდა. როცა მან რეალთან 4-1 წაგო ეს დიდი ტკივილი იყო ალბათ მაშინ გავხდი კულე ამას დაემთხვა გვარდიოლას მოსვლაც და მის მერე ბარსაზე რო არ ვიფქრო ისე დგე არ გასულა. მე დგეს ნამდვილად კულე ვარ!!!!
პ.ს. ეს ჩემი 400 სტატიაა.



