workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ”ვინც არ უდნა შეგვხდეს, 1/2 ფინალში ადვილი არ იქნება”

ინიესტა: ”ვინც არ უდნა შეგვხდეს, 1/2 ფინალში ადვილი არ იქნება”

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ სიხარული გამოთქვა გუნდის 1/2 ფინალში გასვლის გამო და აღნიშნა, რომ ვინც არ უნდა შეხვდეს გუნდს შემდეგ ეტაპზე ადვილი თამაში არ იქნება.

”ბარსა ტვ”-ის გადაცემა ”El Marcador”-ში საუბრისას ანდრეს ინიესტამ განაცხადა: ”ჩვენი გასვლა 1/2 ფინალში ყოველწლიური მუშაობის შედეგია და ერთადერთი გაკვეთილია, რომელიც აქედან შეიძლება მივიღოთ. გუნდი ისწრაფვის გამარჯვებებისკენ და შედეგები არ გალოდინებენ. ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით და საჭიროა ასე გაგრძელება”.

მაქსიმალური მოთხოვნა საკუთარ თავთან

ასევე ინიესტამ სიხარული გამოხატა გატანილი გოლის გამო: ”მოხარული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. მე მაქვს შეგრძნება, რომ გოლის გატანის ბევრი შანსი მქონდა. ეს ამბიციის საკითხია. გუნდის დახმარებას ყოველ შეხვედრაში ვცდილობ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შეიძლება შორიდან უფრო ჩანდეს – კარში დარტყმა თუ კარგი გადაცემის გაკეთება. მე არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა გავიზარდო, არამედ გუნდისთვის”.

”მილანის” კარში გატანილი გოლი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ანდრეს საკუთარ შვილს, ვალერიას მიუძღვნა, თუმცა ამჯერად გოლის აღნიშვნა სხვაგვარი იყო, რადგან გოგონას ზუსტად ერთი წელი შეუსრულდა: ”ჩემი ქალიშვილი უდიდესს მოტივაციას მმატებს და მოხარული ვარ, რომ შევძელი მისთვის გოლის მიძღვნა” – აღნიშნა ანდრესმა.

შექება მესის

და კვლავ ინიესტამ შეაქო ლეო მესი, რომელსაც გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს: ”საკუთარ ასაკში ლეომ უკვე უამრავი რეკორდი მოხსნა და აგრძელებს ამის კეთებას. ჩვენი კი, მისი თანაგუნდელები შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. როცა მთელი გუნდი მაღალ დონეზე თამაშობს ცალკეულ ფეხბურთელებს უადვილდებათ საკუთარი თამაშის მაქსიმუმის ჩვენება”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward