”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა თვალს არ ადენევნებდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრას ლონდონის ”ჩელსისა” და ლისაბონის ”ბენფიკას” შორის, გადმოგვცემს ესპანური პრესა.
ლონდონური კლუბის პორტუგალიულ გრანდთან თამაშის დროს კატალონიური კლუბის დამრიგებელი იმყოფებოდა ”Teatre Romea”-ში და მეუღლესთან ერთად თვალს ადევნებდა სპექტაკლს.
გვარდიოლა თეატრის მოყვატულად მიიჩნევა და ის ხშირად შეუნიშნავთ სხვადასხვა სპექტაკლებზე. მაგალითად, გასულ სეზონში ის მაყურებლებმა შენიშნეს თეატრში, სადაც დაიწყო მისი სახელის სკანდირება და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თხოვნა.



