მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონას” ოფიციალური განცხადება

”ბარსელონას” ოფიციალური განცხადება

საფეხბურთო კლუბმა ”ბარსელონამ” მიიღო ცნობა კატალონიის უმაღლესი სასამართოლდან იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი სამუელ ეტო’ო ადასტურებს სარჩელის გატანას და კლუბისგან აღარ ითხოვს 3 მილიონ ევროს. შეგახსნებთ, რომ კამერუნელი ფეხბურთელი ”ინტერში” გადასვლის შემდეგ მისი ტრანსფერიდან პროცენტს ითხოვდა.

ეს მოქმედება გამოწვეულია ბარსელონაში 2010 წლის 18 აპრილს გამართულ სასამართლოზე გამოტანილი განაჩენის გამო, რაც შემდეგში მდგომარეობს: კატალონიის უმაღლესმა სასამართლომ არ მიიღო ფეხბურთელის საჩივარი საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” წინააღდმეგ. დღეს კი ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა.

”ბარსელონა” კი თავის მხრივ საჯაროდ მადლობას უხდის სამუელ ეტო’ოს სარჩელის გატანისთვის. კლუბი კამერუნელ ფეხბურთელს საკუთარ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და მოხარულია ამ პრობლემის მოგვარებით. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში