ნახევამრცველი, რომელმაც გუნდის წინა 2 ვარჯიში გამოტოვა დღეს თანაგუნდელებთან ერთად ემზადებოდა ”მილანთან” მატჩის წინ. გვარდიოლას განკარგულებაში 20 ფეხბურთელი იყო.
”მილანთან” გასამართი შეხვედრის წინ გამართულ ბოლო სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო ჩავი ერნანდესმა. ნახევარმცველი სრული დატვირთვით, თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა მას შემდეგ, რაც წინა 2 ვარჯიში გამოტოვა. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ჩავი უსაფრთხოების მიზნით არ ვარჯიშობდა.
გვარდიოლას მიერ მატჩზე გამოძახებულმა 20-მა ფეხბურთელმა დღეს დილით დატოვა სასტუმრო ”Majestic” და ყველა მათგანი ”ნოუ კამპზე” ფიზიკურ სავარჯიშოებს ასრულებდა ძლიერი წვიმის ქვეშ. შეგახსენებთ, რომ მატჩზე პირველი გუნდის 17 ფეხბურთელი, ასევე მუნიესა, მონტოია და ტელიო არიან გამოძახებულნი ”ბარსა ბ”-დან. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ იბრაჰიმ აფელაი და ერიკ აბიდალი.
დაბრუნება სასტუმროში
ვარჯიშის დასრულების შემდეგ გუნდი კვლავ სასტუმროში დაბრუნდა, სადაც ფეხბურთელები 18:15 საათამდე დაისვენებენ. ამ დროს გუნდი ”ნოუ კამპისკენ” გაემართება, სადაც 20:45 საათზე დაიწყება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ”ბარსასა” და ”მილანს” შორის, სადაც სასწორზე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზური დევს.


















