მოგესალმებით ყველას, გადავწყვიტე ხვალინდელ თამაშზე ერთი-ორი სიტყვა დამეწერა და რა თქმა უნდა, ყველაფერი ობიექტურობის ფარგლებში. მართლაც, “მილანთან” ხვალინდელი თამაში ყველაზე რთული იქნება კატალონიელთათვის მიმდინარე სეზონში. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ყველაფერია მოსალოდნელი, მით უმეტეს, იტალიელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ ამ სეზონში და უდიდესი მიზნებისკენ ისწრაფვიან.
“კამპ ნოუს” ფაქტორი
რა თქმა უნდა, კატალონიელებს მცირე უპირატესობა აქვთ – ისინი საკუთარ არენაზე იასპარეზებენ, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. აუცილებელია გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა და ფეხბურთელთა თავდადებული თამაში. მოგეხსენებათ, ჩვენს ბიჭებს არასდროს აკლიათ ქომაგობა, როცა ეს ძალიან სჭირდებათ და არც ხვალინდელი დღე იქნება გამონაკლისი. კატალონიური პუბლიკა აგუგუნდება “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე და გამაყრუებელ სტვენას არ დააკლებენ მეტოქეს, შესაბამისად, მთელი 90 წუთის განმავლობაში გაამხნევებენ საყვარელ ფეხბურთელებს. ერთი შეხედვით, წარმოუდგენლად უნდა ჩანდეს ასეთი პუბლიკის წინაშე გამარჯვება, მაგრამ საქმე “მილანთან” გვაქვს და არა რომელიმე რიგით გუნდთან. მათი ფსიქოლოგიური მომზადება იმდენად მაღალია, რომ იტალიელების წნეხის ქვეშ მოქცევა ურთულესი იქნება, ამიტომაც საჭიროა კატალონიელი ფეხბურთელები “დაეხმარონ” ამაში.

ლიონელ მესის ფაქტორი
რა თქმა უნდა, ამ თამაშის ერთ-ერთი მთავარი გმირი იქნება ლიონელ ადრეს მესი. მასზე უამრავი რამაა დამოკიდებული, რადგან არგენტინელი მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელია და მისი შეჩერება ურთულეს ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ლეომ უდიდესი პრობლემები უნდა შეუქმნას მეტოქე მცველებსა და მეკარეს. დარწმუნებულები იყავით, “რწყილი” მხოლოდ იმ ენთუზიაზმით გამოვა მოედანზე, რომ საკუთარი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანოს და ის იქნება ზე-აქტიური. მჯერა, რომ უამრავ მომენტს შექმნის, მაგრამ მათ გამოყენება უნდა…

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფაქტორი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე დიდ პრობლემებს შეუქმნის კატალონიელთა დაცვას. ყველას მოეხსენება მისი აღნაგობის, ძალისა და ბრწყინვალედ ასპარეზობის შესახებ. უმაღლესი დონის ფორვარდია, რომელსაც მსგავსად ლიონელ მესისა, შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს. პუიოლსა და პიკეს ურთულესი დავალება ექნებათ შესასრულებელი – შვედის შეჩერება. არ ვიცი, რამდენად მოახერხებენ ამას, მაგრამ საჭიროა მის ჩასაკეტად ყველაფერზე წასვლა. დარწმუნებული ვარ, ზლატანი აუცილებლად გაიტანს ბურთს, თუ ისეთივე შესაძლებლობა მიეცა, როგორიც “სან სიროზე”. ასე რომ, მხოლოდ სანახაობრივი მატჩის მოლოდინში ვართ “მილანისა” და “ბარსელონას” ქომაგები. დაე, ღირსეულმა იმარჯვოს.
Visca El Barca, Visca Catalynia !!!
[media=http://www.youtube.com/watch?v=2bwEFkk6Gl4]
ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე !!!!