კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, შესაძლოა გამოტოვოს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრა იტალიური “მილანის” წინააღმდეგ. მაესტრომ შაბათს ბილბაოს “ატლეტიკთან” მხოლოდ 15 წუთი გაატარა მოედანზე, ხოლო კვირას ჩატარებული ვარჯიშში მონაწოლეობა მას საერთოდ არ მიუღია, იტყობინება “ელ მუნდო დეპორტივო”.
ჯერ არ არის გარკვეული რამდენად მძიმეა ჩავის ტრავმა და შეუშლის თუ არა ეს ესპანელ ფეხბურთელს “როსონერის” წინააღმდეგ თამაშში. ორშაბათს, გუნდის ვარჯიშის შემდეგ, ერნანდესს რამდენიმე ტესტი ჩაუტარდება და სამედიცინო შემოწმების შემდეგ საბოლოოდ გაირვევა მოახერხებს თუ არა იგი იტალიურ გრანდთან პაექრობას.
თუ ისე მოხდა და ჩავი მართლაც ვერ გავიდა მინდორზე “მილანთან” მატჩში, მაშინ ეს “ბლაუგრანასთვის” ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, რადგან მან პირველ შეხვედრაშიც უდიდესი როლი ითამაშა. ასე რომ ვიმედოვნოთ, რომ ტესტები დადებით შედეგს აჩვენებენ და მაესტროც სამშაბათს “კამპ ნოუზე” იასპარეზებს.



