– მესისთვის მარტი მაგიური თვე იყო. არგენტინელმა ფეხბურთელმა 7 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.
– მარსელო ბიელსას ”ატლეტიკის” დამარცხებით კატალონიურმა გუნდმა პრიმერა დივიზიონში ზედიზედ მე-8 შეხვედრაში გაიმარჯვა.
– მესი, რომელსაც პრიმერას საშინაო შეხვედრებში 27 გოლი აქვს გატანილი გაუთანაბრდა ზარას (1950/51 წელი) და ბალტაზარის (1988/89 წელი) რეკორდს.
– ინიესტა არასდროს დამარცხებული მატჩში, როცა გოლი თავად გააქვს. ”ბარსაში” მისი შედეგი 35 მოგებას და 3 ფრეს შეადგენს, ესპანეთის ნაკრებში 10 გამარჯვებას და 1 ფრეს.
– ანდრესი აგრძელებს დაუმარცხებელ სერიას. ლა ლიგაში მას ზედიზედ 53 შეხვედრაში არ განუცდია მარცხი. საფეხბურთო კარიერაში ანდრესმა გუშინ 50-ე გოლი გაიტანა. 39 გოლი მას ”ბარსას” მაისურით აქვს გატანილი, 11 კი ესპანეთის.
– ”ნოუ კამპზე” პრიმერას მატჩში გუშინ ყველაზე მეტი რაოდენობის გულშემატკივარი იმყოფებოდა. სტადიონზე 88.207 მაყურებელი იმყოფებოდა.
– ანდრეს ინიესტამ ”ატლეტიკის” წინააღმდეგ ”ბარსას” მაისურით 397-ე შეხვედრა გამართა, რამაც ნახევრამცველს საშუალება მისცა კლუბის მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო 10-ეულში შესულიყო.
– დანი ალვეში და ხავიერ მასკერანო ყველაზე კარგად უმკლავდებოდნენ ბასკების პრესინგს და მათ საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ბურთის დაბრუნების, ორივე მათგანმა 13-ჯერ მოახერხა ბურთის დაბრუნება.
– ამავდროულად სერხიო ბუსკეტსი იყო ფეხბურთელი, რომელზედაც ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
– ვიქტორ ვალდესი გაუთანაბრდა რექსაჩის რეკორდს, 449 მატჩი ”ბარსას” მაისურით. მეკარე ”ბარსას” ისტორიაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, მას უსწრებენ მიგელი, კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი.