”სან სიროზე” გამართული შეხვედრა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მე-4 იყო, სადაც ”ბარსამ” გოლის გატანა ვერ მოახერხა. ქვემოთ გთავაზობთ შეხვედრის საინტერესო სტატისტიკას.
– დანარჩენი შეხვედრები, სადაც ”ბარსამ” მეტოქე გუნდის მეკარე ვერ დაამწუხრა მოხდა ”სევილიასთან” (0:0 ”ნოუ კამპზე”), ”ხეტაფესთან” (1:0 ”ალფონსო პერესზე”) და ”ვილიარეალთან” (0:0 ”ელ მადრიგალზე”).
– ”ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო უგოლო ფრე 2009 წლის 4 ნოემბერს ითამაშა ყაზანის ”რუბინის” წინააღმდეგ.
– ”ბარსელონამ” ”სან სიროზე” კარისკენ 18-ჯერ დაარტყა, ”მილანმა” 6-ჯერ.
– აბროზინიმ ”მილანიდან” ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა (42). ”ბარსაში” მხოლოდ ორმა მოთამაშემ გააკეთა ამბროზინიზე ნაკლები გადაცემა, პუიოლმა (36) და მასკერანომ (40).
– კარისკენ მესიმ 6-ჯერ დაარტყა, ჩავიმ კი 4-ჯერ. ისინი ყველაზე აქტიური ფეხბურთელები იყვნენ ”ბარსას” შეტევაში.
– პიკემ, პუიოლმა და მასკერანომ ყველაზე მეტჯერ ჩაჭრეს გადაცემა, თითოელმა მათგანმა 12-ჯერ შეძლო ბურთი ჩაჭრა.
– პუიოლს და ნოჩერინოს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ”ნოუ კამპზე” გასამართი შეხვედრის გამოტოვება მოუწევდათ, თუმცა არცერთ მათგან ბარათი არ მიუღია, ამიტომაც ისინი ითამაშებს განმეორებით შეხვედრაში.



