“მილანსა” და “ბარსელონას” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ (0:0), იტალიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ განსაკუთრებით ლუკა ანტონინის თამაში გამოჰყო.
“კარგი შედეგია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ტრავმირებულთა რაოდენობას და ასევე იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი არ იყო კარგ კონდიციებში.”
“ჩვენი გუნდი იბრძოდა, აჩვენებდა გაბედულებასა და სიმტკიცეს. განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ლუკა ანტონინის თამაშს.”
“”ბარსელონამ” მატჩი დაძაბულად დაიწყო, რადგან მას “მილანის” ეშინოდა. არ გაგვიმართლა კენჭისყრის დროს. იგივეს თქმა შეუძლია “ბარსასაც“.” – განაცხადა გალიანიმ.


