კატალონიური გრანდის დელეგაცია უკვე მილანშია.
“ბარსელონას” შემადგენლობა დღეს დილით “კამპ ნოუზე” შეიკრიბა და გეზი აიღო “ელ პრატის” აეროპორტისკენ, საიდანაც გუნდი მილანში გაემგზავრა. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან.
“ბლაუგრანას” განაცხადში 21 ფეხბურთელი მოხვდა. მათ შორის არიან “ბარსა ბ”-ს მოთამაშეები – მონტოია, ტელიო, მუნიესა და ოეირი. ისინი დღეს პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშებენ.
კატალონიელებს თან გაჰყვათ კლუბის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა და პრეზიდენტი, სანდრო როსელი.
