ლიონელ მესის საკლუბო წარმატებებით “ლურჯ-ბროწეულისფრებზე” არანაკლებ გახარებულები არიან არგენტინაში. ეს ეხება როგორც გულშემატკივრებს, ასევე მედიას.
პოპულარულმა გამოცემამ Ole განსაკუთრებულად აღნიშნა თანამემამულის საკლუბო მიღწევა. როცა ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ამით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მეორე დღეს Ole-მ თავისი ტირაჟი გამოსცა სახელწოდებით Cule (ასე ეძახიან კატალონიელთა ქომაგებს ბარსელონაში).
შეგახსენებთ, რომ მესიმ კლუბის ოფიციალურ მატჩებში უკვე 234 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გადაუსწრო სესარ როდრიგესს, რომელიც “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი იყო წლების განმავლობაში.