ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ფარგლებში კატალონიის “ბარსელონამ” ანდალუსიურ “გრანადას” უმასპინძლა.
“კამპ ნოუს” “ბინადრებმა” ხუთჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება. ანგარიში მე-4 წუთზე მესის თავური პასის შემდეგ ჩავიმ გახსნა, რასაც არგენტინელი ვარსკვალვის მიერ 17-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. “გრანადელთა” საჯარიმო დარტყმას ვალდესის კარში ბურთის გადაგზავნა მოჰყვა, ხოლო მოგვიანებით დანი ალვეშმა საჯარიმოში იუხეშა და ანდალუსიელებს პენალტი გამოუმუშავა. სტუმრებმა 11 მეტრიანის რეალიზება მოახერხეს და ტაბლოზე 2:2 დააფიქსირეს.
“გრანადელების” ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. ლეო მესიმ მალევე გაიყვანა თავისი გუნდი წინ. ოდნავ მოგვიანებით შეცვლაზე შესულმა ტელომ “ბარსელონას” უპირატესობა გაზარდა, 86-ე წუთზე კი მესიმ მატჩში თავისი რიგით მესამე გოლი გაიფორმა. თამაშის მიწურულს მასპინძლების კარში დაინიშნა კიდევ ერთი პენალტი, რომლის რეალიზება ამჯერადაც მოახერხეს ანდალუსიელებმა.
საბოლოოდ შეხვედრა დასრულდა 5:3.
[media=http://www.youtube.com/watch?v=jqwKvsGsuss]



