სულ ახლახანს დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი საფრანგეთსა და მექსიკას შორის. რაიმონ დომენეკმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა უილიამ გალასი, რომელსაც პატარა ტრავმა აწუხებდა და შეიძლებოდა არ მიეღო მონაწილეობა დღევანდელ მატჩში. “მამლების” მწვრთნელმა ასევე ძირითად შემადგენლობაში დააყენა სიდნეი გოვუ, რომელმაც პირველ მატჩში, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ფეხბურთის ლეგენდა, ტიერი ანრიმ კვლავ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო მატჩი. დომენეკმა “ტიტი” ურუგვაისთან მატჩში 75–ე წუთზე შემოიყვანა და მან აშკარად გაამწვავა შეტევა.
ახლა კი ძირითადი შემადგენლობები:
საფრანგეთი: ლორისი, სანია, აბიდალი, გალასი, ევრა, რიბერი, ტულალანი, დიაბი, მალუდა, გოვუ, ანელკა.
მექსიკა: პერესი, როდრიგესი, სალსიდო, მარკესი, ოსორიო, მორენო, ხუანესი, ტორადო, დოს სანტოსი, ფრანკო, ველა.

