workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
France Football: მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა

France Football: მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა

ცნობილმა საფეხბურთო გამოცემა France Football-მა, ბოლო პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევების მიხედვით დაადგინა, რომ ლიონელ მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

 

არგენტინელი ტალანტის ყოველწლიური შემოსავალი 33 მილიონ ევროს შეადგენს: 10,5 მილიონი ევრო მას ხელფასის სახით ერიცხება “ბარსელონასგან”, რასაც ემატება 1,5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები, ხოლო დარჩენილი 21 მილიონი ევრო მიიღება სხვადასხვა კომერციული კონტრაქტებისგან.

 

მეორე ადგილს იკავებს “ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველი, დევიდ ბექჰემი. ინგლისელის ყოველწლიური შემოსავალი 31,5 მილიონ ევროს შეადგენს. კვლევების მიხედვით, ბექჰემი სარეკლამო კონტრაქტებიდან ყოველწლიურად 26 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

 

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სამეულს ასრულებს მადრიდის “რეალის” მოთამაშე, კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელის ყოველწლიური შემოსავალი 29,2 მილიონი ევროა, აქედან 15,5 მილიონს ის სარეკლამო კამპანიებიდან იღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward