workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასიას” მოსწავლეთა ანგარიშზე წელს 111 გოლია

“ლა მასიას” მოსწავლეთა ანგარიშზე წელს 111 გოლია

პირველ გუნდში მოღვაწე “ლა მასიას” აღზრდილმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში ახალი რეკორდი დაამყარეს. გუნდის 145 გოლიდან 111 სწორედ მათ გაიტანეს.

 

“აზულგრანას” ახალგაზრდული სისტემის ფილოსოფია შედეგს იმკის. უფრო კონკრეტულად კი საუბარია “ლა მასიელთა” მიერ გატანილ გოლებზე. “სანჩეს პისხუანზე” შაბათს ჩავისა და მესის მიერ გატანილი გოლების ჩათვლით კანტერანოების ანგარიშზე 111 გოლი დაგროვდა. ჯამში კატალონიური გრანდის ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში 145-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარი აღება, აქედან 2/3 სწორედ “ლა მასიელების” მიერ იქნა გატანილი.

 

არგენტინელი თავდამსხმელი ყველა თანაგუნდელისგან გამოირჩევა. მიმდინარე სეზონში გატანილმა 51-ე გოლმა, იგი გუარდიოლას ერაში ყველაზე უხვგოლიან ფეხბურთელად აქცია. მიმდინარე სეზონში განსაკუთრებულად გამოირჩევა ჩავიც. ლა ლიგაში გატანილი 9 გოლით კატალონიელმა წელს თავისი რეკორდი გააუმჯობესა. ჩავიმ წელს სულ 12-ჯერ დაამწუხრა მეტოქე.

 

ანდალუსიაში გატანილი 2 გოლის წყალობით “ბარსელონას” ახალგაზრდული სისტემის ფეხბურთელებმა 2010/11 სეზონში თავისივე დაწესებული რეკორდი წელს გააუმჯობესეს. შეგახსენებთ, რომ შარშან მათ ანგარიშზე 110 გოლი იყო, ხოლო წელს უკვე 111. ჯერ წინ კიდევ უამრავი მატჩია ჩასატარებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward