მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბაიერნს” ადრიანოს შეძენა სურს

”ბაიერნს” ადრიანოს შეძენა სურს

მიუნხენის ”ბაიერნი”, რომელიც 2010 წელსაც გეგმავდა ადრიანო კორეიას შეძენას კვლავ დაინტერესებულია ბრაზილიელი ფეხბურთელით.

27 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული ორი წლის წინ მიუნხენურ გუნდს უარი უთხრა ტრანსფერზე. მან ”ბარსელონას” წინადადების მიღება ამჯობინა. ახლა გერმანელები კვლავ ცდილობენ ფეხბურთელის აგენტთან, პაულო აფონსოსთან დამაკავშირებელ გზებს, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მისი კლიენტი ბედნიერია ”ნოუ კამპზე” და აქ აპირებს კარიერის გაგრძელებას.

”ბავარია” კი დანებებას არ აპირებს. მიუხედავად ასეთი განცხადებებისა ფეხბურთელი მაინც მათ სატრანსფერო მიზანში შედის. გერმანელები არ გამორიცხავენ, რომ ფეხბურთელს ოფიციალური წინადადებით მიმართავენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში