პეპ გვარდიოლას გუნდი უკვე ანდალუსიის დედაქალაქში იმყოფება. კატალონიელებს სევილიაში წყიმიანი ამინდი დახვდათ. გვარდიოლას განკარგულებაში 19 ფეხბურთელია, მათ შორის ალექსის სანჩესი და ტიაგო ალკანტარა.
დღეს, პრიმერას 28-ე ტურის შეხვედრაში ”ბარსელონა” ”სანჩეს პისხუანზე” ”სევილიას” დაუპირისპირდება. კატალონიელებს სევილიაში 300 გულშემატკივარი დახვდა. გუნდი ანდალუსიაში 12 საათზე ჩაფრინდა.
პეპ გვარდიოლას გუნდი ბარსელონას აეროპორტში 10 საათზე მივიდა. თანაგუნდელებთან ერთად იმყოფება ალექსის სანჩესი და ტიაგო ალკანტარა. ორივე მათგანმა თამაშის ნებართვა პარასკევს მიიღო. პირველ გუნდთან ერთად გაემგზავრენ მარკ მუნიესა და კრისტიან ტელიო.
გუნდის დელეგაციას სათავაში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, კარლეს ვილარუბი ედგა. გუნდთან ერთად იმყოფებიან დირექტორები, ტონი ფრეიშა, პილარ გუინოვარტი და ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა. ასევე სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა და ”ბარსელონას” წარმომადგენელი უეფაში, ამადორ ბერნაბეუ.