მაშ ასე, გაირკვა “უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “ბარსელონას” მეტოქის ვინაობა. კატალონიელები “მილანს” დაუპირისპირდებიან.
მეოთხედ-ფინალისტთა წყვილების სრული სია კი ასეთია:
“ბარსელონა” – “მილანი”
“აპოელი” – “რეალი”
“მარსელი” – “ბაიერნი”
“ბენფიკა” – “ჩელსი”
კატალონიელები პირველ მატჩს გასვლაზე ჩაატარებენ.
ნახევარ-ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა”-“მილანს” და “ბენფიკა”-“ჩელსის” წყვილს შორის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან.
პირველი მატჩებე 27/28 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 3/4 აპრილს.



