მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს პუიოლი: “დარწმუნებული ვარ, აბიდალი ამ სიტუაციასაც გაუმკლავდება”

კარლეს პუიოლი: “დარწმუნებული ვარ, აბიდალი ამ სიტუაციასაც გაუმკლავდება”

“ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა თანაგუნდელ ერიკ აბიდალს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

 

“დარწმუნებულები ვართ, რომ აბიდალი ამ სიტუაციასაც გაუმკლავდება. ჩვენ მას და მის ნათესავებს ყველანაირ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთაა.”

 

“დარწმუნებული ვარ, რომ ერიკი მალე გამოჯანმრთელდება და ყველაფერი კარგად იქნება. ის ძალიან ძლიერი ადამიანია და მან ეს უკვე ერთი წლის წინ დაამტკიცა.” – ციტირებს კარლეს პუიოლის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

შეგახსენებთ, რომ შარშან ერიკ აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს. დღეს კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგი მცველი ღვიძლის გადანერგვას საჭიროებს და მას ოპერაცია რამდენიმე კვირაში ჩაუტარდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში